Saturday, December 28, 2013

მჭედლიძე - ისტორია

მჭედლიძე - გავრცელებულია გორში, ზესტაფონსა და თბილისში. შედგება ხელობა-მოსაქმეობის სიტყვისაგან მჭედელი. ამავე ძირისაა: მჭედლიანი, მჭედლიშვილი, მჭედლური. პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძე წერს: გვარი ჭელიძე მიღებული ჩანს მჭედლიძე-საგან. ამ ვარაუდის დასასაბუთებლად შეიძლება მოვიხმოთ ქუთაისის საყდრის გამოსავალი ბეგრის დავთარი (1578 წლისა), სადაც გურიაში სოფელ ბახვის მცხოვრებთა შორის დასახელებულია ბევრი მჭედლიძე. ამჟამად კი, სოფელ ბახვაში მჭედლიძე არავინაა, მაშინ როცა ჭელიძეები მრავლად სახლობენ. ცხადია, ისინი ძველი მჭედლიძეების ჩამომავალნი არიან, თორემ ძნელად წარმოსადგენია, ამ მხარეში მჭედლიძეები ყველა ამოწყვეტილიყო და საიდანღაც ჭელიძეთა მრავალრიცხოვანი გვარი გაჩენილიყო. ამრიგად, თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მჭედლიძის გვარს სახე უცვლია (ორი თანხმოვანი -მ და დ დაკარგულა), ჭელიძედ ქცეულა.

Thursday, December 19, 2013

გვიყვარდეს ჩვენი გვარი

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი გვარის ისტორია, ლეგენდა, წარმომავლობა...   ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი გვარი, უნდა ვიცოდეთ საიდან  მოდის იგი..